Accessibility links

logo-print

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატი ოპოზიციამ ხვალ საღამომდე უნდა აარჩიოს


საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ხვალ დღის ბოლომდე უნდა გადაწყვიტონ. ამ პოსტისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული 14 კანდიდატიდან პრეზიდენტმა გასულ საღამოს ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ხარატიშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია. უკვე ცნობილია, რომ არცერთ მათგანს მხარს არ დაუჭერენ კონსერვატიული, რესპუბლიკური და ლეიბორისტული პარტიები. ცსკ-ში კიდევ სამი ოპოზიციური სუბიექტი: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ”ჩვენ თვითონ” და ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” კონსულტაციებს აწარმოებენ. თუმცა, უკვე ცნობილია, სამივე მათგანისთვის ლევან თარხნიშვილის კანდიდატურა მიუღებელია. კომისიის მიერ თავმჯდომარის არჩევას 6 ოპოზიციური სუბიექტიდან მინიმუმ 4-ის თანხმობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურებზე პარლამენტი იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG