Accessibility links

logo-print

პუტინი: თურქეთმა რუსეთს "სამხრეთის ნაკადის" მხარდაჭერა აღუთქვა


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თურქეთმა მის ქვეყანას აღუთქვა, რომ შეძლებს შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენის გაყვანას. როგორც პუტინმა დღეს მოსკოვში თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთი 10 ნოემბრამდე მიიღებს "სამხრეთის ნაკადად" წოდებული გაზსადენის ამ მონაკვეთის გაყვანის ნებართვას. ერდოანი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ეწვია მოსკოვს, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსაც შეხვდა. "სამხრეთის ნაკადი" მიჩნეულია "ნაბუკოს" პროექტის კონკურენტად. "ნაბუკოს", რომელმაც კასპიის რეგიონის გაზი, თურქეთზე ტრანზიტით ევროპას უნდა მიაწოდოს, ევროკავშირი ემხრობა.
XS
SM
MD
LG