Accessibility links

logo-print

რუსეთმა შესაძლოა, შეწყვიტოს ბელორუსიისთვის ნედლი ნავთობის მიწოდება


რუსეთმა ბელორუსია გააფრთხილა, რომ შესაძლოა ნავთობის მიწოდება შეუწყვიტოს ფასის გარშემო მოუგვარებელი უთანხმოების გამო. რუსეთის კომპანია „ტრანსნეფტის“ განცხადებით, ბელორუსიის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლოა მალე შეუწყდეს ნავთობის მიწოდება, რახან ახალი კონტრაქტები არ გაფორმებულა. ამასთან, „ტრანსნეფტის“ განცხადებით, ევროპაში ნედლი ნავთობის ტრანზიტი უზრუნველყოფილი იქნება. შარშან რუსეთი ბელორუსიას ნედლ ნავთობში ამჟამინდელი საექსპორტო ფასის დაახლოებით მესამედს ართმევდა, ახლა კი აცხადებს, რომ საბაჟო გადასახადის გარეშე ნავთობის შეძენა ბელორუსიას მარტო შიდა მოხმარებისთვის შეეძლება, დანარჩენში კი სრული ფასის გადახდა მოუწევს. ხოლო მინსკი, რომელიც შემოსავალს იღებს ნავთობის გადამუშავებითა და მესამე მხარისთვის მიყიდვით, რუსეთისაგან მოითხოვს, რომ ბელორუსიას ნავთობი საბაჟო გადასახადის გარეშე მიჰყიდოს.
XS
SM
MD
LG