Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ჰაიტელმა ღამე ქუჩაში გაატარა


ჰაიტის გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ჰაიტელმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციები სახელდახელოდ დამზადებულ კლინიკებში დაზარალებულებს ვეღარ აუდიან. საერთაშორისო დახმარების ჩასვლას ქვეყანაში რამდენიმე საათში ელიან. ამერიკული ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული რამდენიმე თვითმფრინავი უკვე დაფრინდა დედაქალაქის აეროპორტში.

XS
SM
MD
LG