Accessibility links

logo-print

ბათუმში გაიხსნა ენერგეტიკული კონფერენცია


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბათუმში გახსნა ენერგეტიკული კონფერენცია, რომელშიც 10 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დრომდე არსებული ინფორმაციით, ბათუმში უნდა გამართულიყო ენერგეტიკული სამიტი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს უნდა მიეღოთ. ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოში გამგზავრება პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინაში 17 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გამო ვერ შეძლო.
XS
SM
MD
LG