Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


უკრაიანის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, ტიმოშენკო აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განამტკიცებს ურთიერთობას რუსეთთან, თუმცა შავი ზღვის ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხს გადაწყვეტს უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებას. ტიმოშენკო პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად ითვლება და მისი რეიტინგი მხოლოდ რეგიონების პარტიის ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის რეიტინგს ჩამორჩება.
XS
SM
MD
LG