Accessibility links

logo-print

ყაზახეთმა ეუთოში საქმიანობის გეგმა გამოაქვეყნა


ყაზახეთმა ეუთოში საქმიანობის გეგმა გამოაქვეყნა. ეუთოს ასამბლეისადმი მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში პრიორიტეტული იქნება ტერორიზმთან ბრძოლა, კონფლიქტების გადაჭრა და ავღანეთის აღდგენა. ყაზახეთი პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საშუალება მიეცა. ეუთოს ძირითად მიზნად ითვლება დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებების პროპაგანდა, ამიტომ ყაზახეთის თავმჯდომარედ არჩევამ ევროპაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
XS
SM
MD
LG