Accessibility links

logo-print

თვითმკვლელმა ამფეთქებელმა ავღანეთში, სულ ცოტა, 20 სამოქალაქო პირიც მოკლა


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა ცენტრალურ ავღანეთში მდებარე ურუზგანის პროვინციაში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პროვინციის გუბერნატორის თქმით, აფეთქებამ, რომელიც პროვინციის მთავარი ქალაქის ბაზარში მოეწყო, ათობით ადამიანი დაჭრა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს აფეთქებას. ასევე ავღანეთიდან გავრცელებული ცნობით, ნატომ განაცხადა, რომ თვითმკვლელმა ამფეთქებელმა ერთი პოლიციელი მოკლა და ხუთი ადამიანი დაჭრა მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG