Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფორმას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მუშაობას აადვილებს


რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფორმას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. სახელმწიფო სათათბირომ ხმების დიდი უმრავლესობით დაამტკიცა შესაბამისი დოკუმენტი. რუსეთი არის უკანასკნელი ქვეყანა ევროსაბჭოს 47 წევრიდან, რომელმაც ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 პროტოკოლად წოდებულ დოკუმენტს. ის სტრასბურგში განთავსებული სასამართლოს მუშაობის გაადვილებას და დაჩქარებას ემსახურება. ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილი საჩივრების 20-მდე პროცენტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მოსკოვმა მე-14 პროტოკოლი 2006 წელს უარყო. ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ სასამართლო, რომელსაც ბევრჯერ აქვს მიღებული მოსკოვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG