Accessibility links

logo-print

"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" პაკისტანში პაშტოს დიალექტზე გადაიცემა


დღეიდან "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" მაუწყებლობას იწყებს პაკისტანში და ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრისპირა რეგიონებში. მაუწყებლობა ადგილობრივ პაშტოს დიალექტზე განხორციელდება. როგორც რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ახალი რადიოსადგური, რომელსაც მაშაალი ერქმევა, იქნება ალტერნატიული საინფორმაციო საშუალება იმ მზარდ ექსტრემისტ რადიოსადგურებს შორის, რომლებიც რეგიონში მაუწყებლობენ. ”პაკისტანში აუცილებელია ობიექტური და თავისუფალი ინფორმაციის გავრცელება”, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი. მისივე თქმით, რადიო მაშაალი, სადაც პროფესიონალი ჟურნალისტები იმუშავებენ და რომელიც მაუწყებლობას ადგილობრივ დიალექტზე განახორციელებს, იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი რეგიონში მშვიდობისა და დემოკრატიისაკენ. კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, რომელიც ახალი რადიოსადგურის მსმენელებს ელით, არის მომღერალი ჰარონ ბაშა, რომელიც აღნიშნულ რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელმაც რეგიონი თალიბების მხრიდან სიკვდილის მუქარის გამო დატოვა. 36 წლის მომღერალი გადაცემას გაუძღვება, რომელიც კულტურის თემატიკას დაეთმობა.
XS
SM
MD
LG