Accessibility links

შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის კანონპროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით მიიღებს


კანონპროექტი პარლამენტში ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე მთავრობის ინიციატივით შევიდა და მთავრობამ მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა. კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სამსახური – შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყალიბდება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში იქნება. შედეგად, შემოსავლების სამსახურს შეეძლება გარკვეული მომსახურების გაწევა გარკვეული საფასურის საზღაურად, როგორც ეს საჯარო რეესტრის შემთხვევაში ხდება.

XS
SM
MD
LG