Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებას პირველი მოსმენით მიიღებს


საკონსტიტუციო ცვლილებაზე შექმნილმა საორგანიზაციო კომისიამ ბოლო სხდომა ორი დღის წინ გამართა, გუშინ კი კომისიის რეკომენდაციები იურიდიულ საკითხთა და ადგილობრივი თვითმმართველობების საპარლამენტო კომიტეტებს, კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილმა გააცნო. კომისიის რეკომენდაციით, კონსტიტუციის ერთჯერადად დამატებულ მუხლში ჩაიწერება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამოცხადდეს მის გამართვამდე 60 დღით ადრე და არა 45 დღით, როგორც ეს პროექტის პირვანდელ ვარიანტში იყო. ამასთან, პროექტიდან ამოიღებენ სიტყვა საკრებულოებს და ჩაიწერება, რომ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. აღნიშნული არჩევნები კი, საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა ჩატარდება.
XS
SM
MD
LG