Accessibility links

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვინაობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაირკვევა


მას შემდეგ რაც ცესკო-ს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა თავმჯდომარის საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხეს, პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ახლა უკვე სახელისუფლო გუნდი აირჩევს. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატები არჩევანს ოთარ სიჭინავაზე გააკეთებენ. თავმჯდომარეობის კანდიდატები ოთარ სიჭინავა, ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი არიან. საპარლამენტო უმცირესობა ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამას გარდა, პარლამენტი დღესვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წევრებს დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG