Accessibility links

logo-print

საქართველომ ჰაიტის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი, მაშველები და ექიმები გაგზავნა


საქართველოს მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი, მაშველები და ექიმები გაგზავნა. სამშაბათს მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ჰაიტის დედაქალაქში 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის გამო, აშშ-მა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, რომელიც საწყის ეტაპზე 100 მილიონი დოლარით დაფინანსდა. მიწისძვრით დანგრეული ჰაიტის აღდგენის მიზნით, აშშ, საფრანგეთი, კანადა, ბრაზილია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას გეგმავს.
XS
SM
MD
LG