Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა გახდება


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც ოთხ თებერვალსაა დანიშნული, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტს სერგეი შამბა დაიკავებს - ეს ინფორმაცია აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი ინაუგურაციის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ამავე წყაროს ცნობით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სერგეი შამბას მისი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია შეცვლის.
XS
SM
MD
LG