Accessibility links

ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი აირჩიეს


დღეს საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. თავმჯდომარეობის კანდიდატები იყვნენ: ოთარ სიჭინავა, ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი. თარხნიშვილის კანდიდატურას კენჭისყრისას მხარი 36-მა დეპუტატმა დაუჭირა, მესამე კანდიდატს - ოთარ სიჭინავას კი - 19-მა.
XS
SM
MD
LG