Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განცხადებით, ჰაიტიში მისი საწყობები გაძარცვეს


გაეროს უწყების, მსოფლიო სასურსათო პროგრამის, განცხადებით, ჰაიტიში მისი საწყობები გაიძარცვა სამშაბათის კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ. გაეროს უწყების განმარტებით, მისთვის უცნობია, საკვების მარაგის რა ნაწილი რჩება დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში. პრეს-მდივან ემილია კასელას განცხადებით, ქალაქში მაღაზიები, რომლებშიც სურსათი იყიდებოდა, დაცარიელებულია, მიწისძვრის შემდეგ, ხალხმა ფაქტობრივად ყველაფერი წაიღო. გაეროს უწყების განცხადებით, ის, რახან ხალხს საჭმლის დამზადების საშუალება არა აქვს, ცდილობს, მზა საკვები მიაწოდოს, თავდაპირველად, 2 მლნ დაზარალებულ ჰაიტელს. გაეროს შეფასებით, მიწისძვრის შედეგად პორტ-ო-პრენსში 300 000-მდე ადამიანი დარჩა სახლ-კარის გარეშე. მაშველებმა და დახმარების ტვირთმა უკვე დაიწყეს ჰაიტიზე ჩასვლა, მაგრამ სირთულეები უკავშირდება დანიშნულების ადგილებზე მისვლას, რაც ჰაიტელების უკმაყოფილებას იწვევს. წითელი ჯვრის შეფასებით, 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სამშაბათს მომხდარმა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც 7 აღწევდა.
XS
SM
MD
LG