Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი შედარებით დაბალი რანგის წარმომადგენელს აგზავნის ირანის შესახებ მოლაპარაკებაზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინეთი შედარებით დაბალი რანგის ოფიციალურ პირს აგზავს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრის და გერმანიის მონაწილეობით. აშშ-ის, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის და გერმანიის წარმომადგენლები შაბათს, ნიუ-იორკში შეიკრიბებიან ირანის წინააღმდეგ, მისი ბირთვული პროგრამის გამო, შესაძლო ახალ სანქციებზე მოსალაპარაკებლად. დიპლომატებისთვის ცნობილი არ არის, რატომ აგზავნის პეკინი შედარებით დაბალი რანგის წარმომადგენელს. ზოგის ვარაუდით, ამ ნაბიჯით პეკინი შესაძლოა, გამოხატავდეს იმას, რომ არ სურს მიემხროს ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს. დამოკიდებულებას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხში.
XS
SM
MD
LG