Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის მისიას ამთავრებს


იაპონია დღეს ამთავრებს ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის მისიას, რომელსაც მისი გემები 8 წელი ასრულებდნენ ინდოეთის ოკეანეში. იაპონიას მისი პაციფისტური კონსტიტუცია უკრძალავს სამხედროების უცხოეთში, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილების მისაღებად გაგზავნას. ამის გამო იაპონიას მოუხდა საგანგებო კანონის მიღება, როცა შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოუწია გემების გაგზავნა ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად. საგანგებო კანონით მინიჭებული მანდატის მოქმედების ვადა დღეს ამოიწურება. იაპონიის ახალ მთავრობას, რომელიც 2009 წელს ჩადგა ხელისუფლების სათავეში, შეერთებული შტატებისაგან უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი აქვს არჩეული, ვიდრე წინამორბედ მთავრობებს და უარს ამბობს მანდატის გაგრძელებაზე.
XS
SM
MD
LG