Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სავარაუდოდ, აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად, ხუთი ექსტრემისტი დაიღუპა


პაკისტანიდან გავრცელებული ცნობებით, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ექსტრემისტი დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში. ოფიციალურმა პირებმა, რომელთა ვინაობასაც ამ ცნობებში არ ამხელენ, განცხადეს, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის დროს ბოლოხანს მოკლეს ექსტრემისტი, რომელიც შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი. საქმე ეხება ჯამალ საიდ აბდულ რაჰიმს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 9 იანვარს ჩრდილოეთ ვაზირისტანში განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა.
XS
SM
MD
LG