Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანია მთავრდება


უკრაინაში მთავრდება წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც კვირის საპრეზიდენტო არჩევნებს უსწრებდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მოჰყვება. პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, სავარაუდოდ, ვერ მოაგროვებს ხმების საკმარის რაოდენობას არჩევნების მეორე ტურში გასასვლელად. ტიმოშენკოც და იანუკოვიჩიც პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ რუსეთთან ურთიერთობას, რომელიც გაუარესდა პრო-დასავლური ორიენტაციის იუშჩენკოს პრეზიდენტობის წლებში.
XS
SM
MD
LG