Accessibility links

logo-print

გაეროს თანახმად, ჰაიტის ქალაქ ლეიოგანში შენობათა 90 პროცენტამდეა დაზიანებული


გაეროს თანახმად, ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრანსის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლეიოგანი ქვეყანაში ამ კვირაში მომხდარი მიწისძვრით ყველაზე უფრო მეტად დაზარალებული არეალია. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა უწყების წარმომადგენელმა ელიზაბეთ ბერსმა ჟენევაში განაცხადა, რომ ქალაქში შენობების 80-დან 90-მდე პროცენტია დაზიანებული. მისი ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი ლეიოგანში 5-დან 10 ათასამდეა. მაშვლები განაგრძობენ სამუშაოებს. ამასობაში აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ დროებით კონტროლი დააწესა პორტ-ო-პრანსის აეროპორტზე. შეერთებული შტატების არმია დახმარებას წევს ჰუმანიტარული რეისების მიღებასა და უცხოელთა და დაშავებულთა ევაკუაციაში.
XS
SM
MD
LG