Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის გადამდგარი დიპლომატი იმედოვნებს, რომ მის მაგალითს სხვა დიპლომატებიც მიმართავენ


ირანის ყოფილმა დიპლომატმა მოჰამად რეზა ჰეიდარიმ, რომელიც თანამდებობიდან გადადგა მთავრობის მიერ დეკემბერში განხორციელებული რეპრესიების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ჩვენი რადიოს სპარსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მის მაგალითს სხვა დიპლომატებიც მიმართავენ. ჰეიდარიმ, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ირანის საელჩოს კონსული იყო, იანვარში დატოვა თანამდებობა. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, სთხოვს თუ არა ნორვეგიას პოლიტიკურ თავშესაფარს, მაგრამ დასძინა, რომ, მისი აზრით, საფრთხე ემუქრება.
XS
SM
MD
LG