Accessibility links

ჰაიტიში გრძელდება საერთაშორისო დახმარების გაგზავნა


ჰაიტიში, რომელიც კატასტროფული მიწისძვრით დაზარალდა, გრძელდება საერთაშორისო დახმარების გაგზავნა. ჰაიტის პრემიერ-მინისტრ ჯან-მაქს ბელრივის თქმით, მსხვერპლის ოფიციალურად დადასტურებული რიცხვი 20 ათასია. მაგრამ მან არ გამორიცხა, რომ სინამდვილეში დაღუპულია არანაკლებ ასიათასი ადამიანი. გაეროს წარმომადგენელმა ელიზაბეთ ბირსმა განაცხადა, რომ ჰაიტის მიწისძვრა ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურებაა, რომელთანაც ოდესმე ჰქონია საქმე ორგანიზაციას. საქმე ეხება მასშტაბურ ნგრევას ადგილობრივი კომუნალური სამსახურების სრული არარსებობის პირობებში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ექს-პრეზიდენტებს, ჯორჯ ბუშსა და ბილ კლინტონს სთხოვა, კოორდინაცია გაუწიონ ჰაიტის დასახმარებლად ამერიკელთა უფრო მეტი რაოდენობით მოზიდვას. მოსალოდნელია, რომ ორშაბათს ქვეყანაში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
XS
SM
MD
LG