Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელინ კალმი-რეი: ევროსაბჭო აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს


თბილისს სტუმრობს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი-რეი, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მართავს. სწორედ შვეიცარიაა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელი ქვეყანა. კალმი-რეი აცხადებს, რომ ევროსაბჭო აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ელოდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთავრობის ახალი სტრატეგიის სტრასბურგში წარდგენას.
XS
SM
MD
LG