Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება საერთაშორისო მეთვალყურეების განთავსება 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის


უკრაინაში გრძელდება საერთაშორისო მეთვალყურეების განთავსება, რომლებიც 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩავიდნენ ქვეყანაში. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა იენს-ჰაგენ ეშენბახერმა შაბათს კიევში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ეუთოს ექვსასამდე მეთვალყურე ჩავიდა. მიმომხილველები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტობის 18 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ შეძლებს ხმების ნახევარზე მეტის მოგროვებას, რაც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის არის საჭირო. მეორე ტური შეიძლება 7 თებერვალს გაიმართოს.
XS
SM
MD
LG