Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


ურაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, პირველად „ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ“. როგორც მოსალოდენია, პრეზიდენტი იუშჩენკო ვერ მოიპოვებს ხმების საკმარის რაოდენობას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ ლიდერობს მისი ყოფილი მეტოქე, ვიქტორ იანუკოვიჩი. მას მოსდევს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. თავის მშობლიურ ქალაქ დნეპროპეტროვსკში ხმის მიცემის შემდეგ მან განაცხადა, რომ დღეს უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი ათწლეულების ბედი. იანუკოვიჩმა, რომელმაც ხმა დედაქალაქში მისცა, თქვა, რომ უკრაინელებს ცვლილება სწადიათ, და ახალი ეპოქის დასაწყისი იწინასწარმეტყველა. დიდ ყინვებს ამომრჩეველთათვის არ შეუშლია ხელი, კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა. როგორც ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან, უკრაინელები იმედგაცრუებული არიან თავიანთი ლიდერებით, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს კორუფციის დაძლევა და ეკონომიკის რეფორმირება.
XS
SM
MD
LG