Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სასამართლომ "ქიმიურ ალის" სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა


ერაყის სასამართლომ სადამ ჰუსეინის ხელქვეითს, ჰასან ალ-მაჯიდს, მეტსახელად „ქიმიურ ალის“, სიკვდილი მიუსაჯა 1988 წელს ქურთებით დასახლებულ ქალაქ ჰალაბჯაში მომწავმვლელი გაზის იერიშის ბრძანებისთვის. ამ ოპერაციის დროს დაახლოებით 5000 ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ ეს იყო ყველაზე მსხვერპლიანი ქიმიური შეტევა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ალ-მაჯიდს უკვე ჰქონდა მიღებული სასიკვდილო განაჩენები სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებებისთვის.
XS
SM
MD
LG