Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილიში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


ჩილიში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის იბრძვიან მსხვილი მეწარმე, მილიარდერი სებასტიან პინიერა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდო ფრეი. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, პინიერას, რომელიც მემარჯვენე პატიების ალიანსს უდგას სათავეში, გამარჯვების ოდნავ მეტი შანსი აქვს, ვიდრე მემარცხენე-ცენტრისტთა კანდიდატს. მემაცხენე ცენტრისტები ჩილიში უკვე ოცი წლის მანძილზე არიან ხელისუფლებაში. არჩევნების პირველი ტური 13 დეკემბერს გაიმართა.
XS
SM
MD
LG