Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენატის ვინაობა კენჭისყრის მეორე ტურში გაირკვევა


ურაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა პირველად „ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ“. პირველი ეგზიტპოლების მიხედვით, ლიდერობს რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი. ის სავარაუდოდ ხმების 31,5 პროცენტს დააგროვებს. მას მოსდევს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც, ეგზიტპოლების თანახმად, ხმა მისცა ამომრჩეველთა 27,2 პროცენტმა. მეწარმე სერგეი ტიჰიპკოს - 11,5 პროცენტამდე ექნება. სხვადასხვა მონაცემებით, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო 6 პროცენტს დააგროვებს. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50 პროცენტზე მეტს, 7 თებერვალს გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრო პოროშენკომ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა მეთვალყურეები საქართველოდან. მისი თქმით, ეს უკრაინის საერთაშორისო იმიჯზე იმოქმედებს. პოროშენკოს სიტყვებით კითხვებს ბადებს ის გარემოება, რომ უარი უთხრეს მეთვალყურეთა არა ნაწილს, არამედ 2011-ვე ადამიანს. მეთვალყურეთა რეგისტრაცია მთლიანად საარჩევნო კომისიის ხელშია.
როგორც ინტერფაქსი იტყობინება უკრაინაში საქართველოს ელჩზე, გრიგოლ ქათამაძეზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქში დაკავებული არიან საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებად იყვნენ დარეგისტრირებული. ქათამაძემ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ვლადიმირ შაპოვალოვს მიმართა თხოვნით, გაერკვეს ვითარებაში. ამასობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სინანული გამოთქვა, რომ საქართველო არჩევნების პროცესში მანიპულაციისთვის გამოიყენება.
XS
SM
MD
LG