Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საავადმყოფოში მომხდარმა აფეთქებამ, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი შეიწირა


უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს განცხადებით, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ლუგანსკის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ჟანგბადის საცავი რეანიმაციის განყოფილებაში უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევის გამო. აფეთქების მომენტში საავადმყოფოში, სავარაუდოდ, 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო გაფრინდა ლუგანსკში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს. ინციდენტის გამოსაძიებლად საგანგებო კომისია შეიქმნა.
XS
SM
MD
LG