Accessibility links

logo-print

კარზაის განცხადებით, ვითარება ქაბულში "კონტროლქვეშაა" თავდასხმების სერიის შემდეგ


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ქაბულში ვითარება „კონტროლქვეშ“ არის, სავარაუდოდ, თალიბანის მიერ მოწყობილი იერიშების სერიის შემდეგ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი ექსტრემისტი, 40 ადამიანი კი დაჭრილია ქაბულში აფეთქებების და სროლის შედეგად. იერიშები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლისა და რამდენიმე სამინისტროს მახლობლად განხორციელდა. თალიბანის განცხადებით, თავდასხმებში მისი 20 მებრძოლი მონაწილეობდა, მათ შორის თვითკვლელი ამფეთქებლები. პრეზიდენტმა კარზაიმ დაგმო ეს, მისი თქმით, „ტერორისტული თავდასხმა“.
XS
SM
MD
LG