Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა


საქართველოში მოქმედმა 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის გამო, პრეზიდენტს შეკითხვებით მიმართა. მათ აინტერესებთ, რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა თითო-თითო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებული კანდიდატების წარდგენა და გამორიცხა კანდიდატი, რომელსაც მხარი 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა. ”პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის მიერ შერჩეული კანდიდატების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ, მაგრამ დღემდე უცნობია, რა მხრივ იყო არასაკმარისი ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატის განათლება და საარჩევნო გამოცდილება”, - ნათქვამია მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ეკა სირაძე-დელონე დაასახელა. მის წარმდგენ ორგანიზაციებს ასევე აინტერესებთ, რატომ შეარჩია პრეზიდენტმა ლევან თარხნიშვილი, რომლის გადადგომა ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, პარლამენტის წინაშე 2009 წლის 20 ივლისს გამოსვლისას კი - მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ ცსკ-ის ახალი თავმჯდომარე ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების ფართო შეთანხმების საფუძველზე შეირჩეოდა.
XS
SM
MD
LG