Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელმაც 1981 წელს რომის პაპს ესროლა


თურქი მამაკაცი, რომელმაც 1981 წელს რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს ესროლა და ის სერიოზულად დაჭრა, დღეს ციხიდან გაათავისუფლეს. მეჰმედ ალი აგჩა 52 წლისაა, მან 29 წელი დაჰყო პატიმრობაში. 1983 წელს მას იოანე პავლე მეორე შეხვდა და აპატია. ბოლომდე დღემდე არ გარკვეულა, რა იყო აგჩას მოტივი 1981 წლის 13 მაისს რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპზე თავდასხმისას. დღეს აგჩა თურქეთში პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე წაიყვანეს სამხედრო დაწესებულებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად.
XS
SM
MD
LG