Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვა მოხსენებით ჰაიტის შესახებ


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვა მოხსენებით ჰაიტიში გასული კვირის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ არსებული ვითარების შესახებ. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვმა, შესაძლოა, 200 000-ს მიაღწიოს. ჰაიტის მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ ამ დროისთვის 70 000-მდე მსხვერპლი დამარხეს მასობრივ საფლავებში. ათობით ქვეყანამ გააგზავნა ფული და მაშველები ჰაიტიზე, მაგრამ, ლოგისტიკური პრობლემების გამო, დახმარება სწრაფად ვერ აღწევს ხალხთან, ვისაც ის სჭირდება. ბან კი მუნმა, რომელიც კვირას იყო ჩასული ჰაიტიზე, გამოთქვა შეფასება, რომ საქმე ეხება, ათწლეულების მანძილზე, "ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს". კანადის განცხადებით, 25 იანვარს მონრეალში შეიკრიბებიან დონორი ქვეყნების წარმომადგენლები ჰაიტის რეკონსტრუქციის შესახებ მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG