Accessibility links

logo-print

ევროკავშირი 575 მლნ დოლარს დაჰპირდა ჰაიტის


ევროკავშირი 575 მლნ დოლარს, ანუ 400 მლნ ევროზე მეტს დაჰპირდა ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ გადაუდებელი დახმარების სახით და რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად. ევროკომისიის განცხადებით, ის 330 მლნ ევროს გამოჰყოფს ჰაიტის დასახმარებლად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კი პირობა დადეს, რომ 92 მლნ ევროს მიაწვდიან დაზარალებულ ქვეყანას მარტო გადაუდებელი დახმარების სახით. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვა მოხსენებით ჰაიტიში გასული კვირის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ არსებული ვითარების შესახებ. კანადის განცხადებით, 25 იანვარს მონრეალში შეიკრიბებიან დონორი ქვეყნების წარმომადგენლები ჰაიტის რეკონსტრუქციის შესახებ მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG