Accessibility links

logo-print

ყირგიზეთი თავდასხმაში ადანაშაულებს უზბეკ მესაზღვრეებს


ყირგიზეთმა უზბეკი მესაზღვრეები დაადანაშაულა, რომ ცეცხლი გაუხსნეს ყირგიზ კოლეგებს, დაჭრეს და დააკავეს ერთ-ერთი მათგანი. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, შეტაკება მოხდა კვირას, საზღვარზე მდებარე სოფელ ჩეკთან. ყირგიზეთის მხარე უზბეკ მესაზღვრეებს ადანაშაულებს ყირგიზეთის ტერიტორიაზე გადასვლაში. უზბეკეთს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ინციდენტთან დაკავშირებით. უზბეკეთსა და ყირგიზეთს შორის უთანხმოება სუფევს რეგიონში წყლის რესურსების გარშემო. ხშირია უთანხმოება საზღვრისა და უზბეკეთის გაზის ფასის გამოც.
XS
SM
MD
LG