Accessibility links

logo-print

ბაღდადში არასამთავრობო ორგანიზაციის ხუთი თანამშრომელი მოკლეს


ერაყის პოლიციის ცნობით, ბაღდადში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხუთი თანამშრომელი მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს ამ ორგანიზაციის ოფისში. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელებმა იმავდროულად დატოვეს ბომბი, რომელიც აფეთქდა, როცა ადგილზე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. თავდასხმა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც, მის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პირველ რიგში, ქვრივებსა და ობლებს ეხმარება.
XS
SM
MD
LG