Accessibility links

logo-print

ეუთო თურქეთს ინტერნეტის შეზღუდვის გამო აკრიტიკებს


ეუთოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თურქეთმა უნდა შეცვალოს, ან გააუქმოს ინტერნეტის შესახებ კანონი. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი მიკლოშ ჰარასტი გასულ კვირაში ანკარაში იმყოფებოდა ანგარიშის წარსადგენად. დღეისთვის თურქეთში დაბლოკილია 3700 ინტერნეტსაიტი, მათ შორის ”იუთიუბი”, ”გეოსიტის” და ”გუგლი”. ჰარასტის განცხადებით, თურქეთის კანონი ინტერნეტის შესახებ არის ინტერნეტის მთლიანობის შესახებ საზოგადოების უფლების დაკნინება, რადგან ინტერნეტ-საიტები თვითნებურად, პოლიტიკური მიზეზებით იბლოკება.
XS
SM
MD
LG