Accessibility links

logo-print

რობერტ გეიტსი თალიბანის ლიდერთა რეინტეგრაციის პერსპექტივას ეჭვით უყურებს


აშშ თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი აცხადებს, რომ მას ეეჭვება ავღანეთის თალიბანის ლიდერმა მულა ომარმა ავღანეთის მთავრობასთან ოდესმე მშვიდობიანი ურთიერთობის გზა აირჩიოს. გეიტსმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შერიგებისა და თალიბანის მეომართა რეინტეგრაციის პროცესი ავღანეთის სტაბილურობისთვის არსებითია. გეიტსი საუბრობდა ავღანეთის ლიდერთა ახალ ინიციატივაზე, რომელიც იმ მეომართა ავღანეთის საზოგადოებაში რეინტეგრაციას გულისხმობს, ვისაც არ აქვს მჭიდრო კავშირი ტერორისტებთან და მზად არის დატოვოს მეამბოხეთა რიგები. გეგმა, რომლის შესახებაც ოფიციალურად მიმდინარე თვეში გამოცხადდება, იმ მეომრებისთვის, ვინც იარაღს დადებს, პროფესიული ტრეინინგის შეთავაზებას გულისხმობს. აშშ თავდაცვის მინისტრს სჯერა, რომ ეს პროგრამა წარმატებული იქნება შედარებით დაბალი რანგის მეომრებთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG