Accessibility links

logo-print

ჰაიტიზე ძარცვა და ძალადობა ხშირდება


ჰაიტის დედაქალაქს ძარცვა, ძალადობა და ვანდალიზმის გახშირება ემუქრება. გადარჩენილები საერთაშორისო დახმარებას ელოდებიან. წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ”ძალადობისა და ძარცვის შემთხვევები სასოწარკვეთილების ზრდის ფონზე ხშირდება”. აშშ სამხედრო უწყების წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მ ჰაიტის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მზა საკვების 14500 ულუფა და 15 ათასი ლიტრი სასმელი წყალი ჩაიტანა. აშშ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამატებით 2000 ამერიკელი სამხედრო ჩავა ჰაიტიზე. იქ უკვე იმყოფება 1700 ამერიკელი სამხედრო, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფასა და დახმარების დარიგებას უწყობს ხელს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უშიშროების საბჭოს სთხოვა მხარი დაუჭიროს დამატებით 3500 საერთაშორისო პოლიციელის გაგზავნას ჰაიტიზე, სადაც გაეროს 9000 მშვიდობისმყოფელი იმყოფება.
XS
SM
MD
LG