Accessibility links

logo-print

ერევნის სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა სომეხ ჟურნალისტს


ერევნის სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა სომეხ ჟურნალისტს, ოპოზიციური გაზეთის „აიკაკან ჟამანაკის“რედაქტორს ნიკოლა პაშინიანს. ჟურნალისტს ბრალი ედებოდა ერევნის ცენტრში მოწყობილი მასიური არეულობის ორგანიზებაში. 2008 წელს ოპოზიციამ, ექს-პრეზიდენტ ლევონ ტერ პეტროსიანთან ერთად გააპროტესტა 19 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვითაც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ორასამდე დაიჭრა.
XS
SM
MD
LG