Accessibility links

თანამდებობიდან გადადგა ბულგარეთის საგარეო საქმეპთა მინისტრი


თანამდებობიდან გადადგა ბულგარეთის საგარეო საქმეპთა მინისტრი რუმიანა ელევა. მან ასევე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების საკითხში ევროკომისრის პოსტზე იყო წარდგენილი. გადაგომის მიზეზად დასახელდა კრიტიკა, რომელიც ელევას მისამართით ევროპარლამენტში გამართული მოსმენების დროს გამოითქვა. დეპუტატების ნაწილმა ეჭვი შეიტანა კანდიდატის კომპეტენციაში და გამოთქვა შეშფოთება ბიზნეს სტრუქტურებთან მისი კავშირის გამო. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ დაამტკიცებდნენ ევროკომისიის შემადგენლობას, თუკი რუმიანა ელევას კანდიდატურას არ მოხსნიდნენ. ბულგარეთმა უკვე დაასახელა ევროკომისიის წევრობის ახალი კანდიდატი: კრისტინა გეორგიევა, რომელიც მსოფლიო ბანკში მუშაობს. ევროპარლამენტმა ევროკომიის ახალი შემადგენლობა 26 იანვარს უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG