Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იანუკოვიჩმა საქართველოს დელეგაციის საკითხის შესწავლა მოითხოვა


საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის ”რეგიონების პარტიამ” საქართველოდან დელეგაციის გაგზავის საკითხის შესწავლა დღეს არა მხოლოდ გენერალური პროკურატურის, არამედ უშიშროების, საგარეო დაზვერვის და სასაზღვრო სამსახურების და შსს-გან მოითხოვა. უკრაინის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ”რეგიონების პარტიის” ფრაქციამ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს და პრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის მოსმენაც შესთავაზა, თუმცა, კენჭისყრის შედეგად ეს ინიციატივა არ დაკმაყოფილდა. დეპუტატმა ”რეგიონების პარტიიდან” ვალდიმირ სივკოვიჩმა უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურებისგან მოითხოვა იმის დადგენა, რა მიზნით ცდილობდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქენი საარჩევნო პროცესში ჩარევას ლუგანსკის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ამ ვითარების გამო ”რეგიონების პარტიის” დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მან ქვეყანაში, ფაქტიურად, შეიარაღებული ფორმირებები მიიწვია.
XS
SM
MD
LG