Accessibility links

logo-print

ლავროვს იმედი აქვს, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი კიევისა და მოსკოვის ურთიერთობას შეცვლის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი კიევისა და მოსკოვის ურთიერთობას საკუთარი, ან ვინმეს ამბიციების მძევლად არ აქცევს. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა იმას, რომ უკრაინასთან ურთიერთობაში ხელოვნური და პოლიტიზებული მიდგომა არ ყოფილიყო. ”დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პრეზიდენტი, რომლის ვინაობას 7 თებერვალს შევიტყობთ, მსგავსი ურთიერთობის აუცილებლობას სრულად გაიზიარებს” - აღნიშნა ლავროვმა. რუსეთის დუმის სპიკერი კი, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი ნებისმიერ შემთხვევაში ვიქტორ იუშჩენკოზე უკეთესი იქნება. არჩევნებში მის შედეგებს გრიზლოვმა მომაკვდინებელი უწოდა და ერთ-ერთ მიზეზად რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება დაასახელა.
XS
SM
MD
LG