Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით არჩევნები უკრაინაში სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა


17 იანვარს უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, ეუთოსა და ევროსაბჭოსადმი ვალდებულებათა უმრავლესობა შესრულდა და წინა არჩევნებზე პროგრესული იყო. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სერიოზულ დარღვევებზე საუბრობენ თბილისში დაბრუნებული საქართველოს წარმომადგენლები, რომელთა დიდმა ნაწილმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეთვალყურეობისთვის ოფიციალური რეგისტრაცია ვერ მიიღო. შეგახსენებთ, რომ მათი ვინაობის შესამოწმებლად, უკრაინის ცესკომ გენერალურ პროკურატურას მიმართა.
XS
SM
MD
LG