Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორის რაიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება გაიზრდება


გორის ცენტრალური მოედანი
გორის ცენტრალური მოედანი
ცოტა ხნის წინ გორში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ წელს პრიორიტეტული გორის რაიონის სოფლებში ინფრასტრუქტურის აღდგენა იქნება. ცენტრალური ბიუჯეტიდან რაიონისთვის 25 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა კი აღნიშნა, რომ წელს, პირველ რიგში, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირება მოხდება.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გორის რაიონში წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლები მნიშვნელოვნად გაიზრდება და პრიორიტეტი სოფლის მოსახლეობის მხრიდან დაყენებული პრობლემების გადაჭრას მიენიჭება, შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ავალიანი ვარაუდობს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში რაიონი 4 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

ოპოზიცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ეჭვის თვალით უყურებს. რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობის აზრს ნაკლებად იზიარებს და რაც თვითონ უნდა, იმას აკეთებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები არც იმას გამორიცხავენ , რომ პროგრამის დაფინანსებიდან გარკვეული თანხა არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ყულაბაში მოხვდეს.
XS
SM
MD
LG