Accessibility links

პაატა ბურჭულაძის ფონდი “იავნანა” მსოფლიო ვარსკვლავების გალა-კონცერტს ჰაიტიში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს მიუძღვნის


პაატა ბურჭულაძის ფონდი “იავნანა” მსოფლიო ვარსკვლავების გალა-კონცერტს ჰაიტიში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს მიუძღვნის. საღამო ტელემარათონის ფორმატით წარიმართება და 21 იანვარს 22 საათზე დაიწყება. „არ უნდა გავდგეთ გვერდზე, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ პატარა კუნძულზე დატრიალებული ტრაგედიისკენ არის მიპყრობილი. რასაც მეტს გავცემთ, მით უფრო მეტი დაგვიბრუნდება”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ - ფონდის თავმჯდომარემ და გაეროს კეთილი ნების ელჩმა. ტელემარათონი თბილისის მერიის პატრონაჟით გაიმართება.
XS
SM
MD
LG