Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო თანახმაა, დამატებით 3500 ჯარისკაცი და პოლიციელი გააგზავნოს ჰაიტიზე


გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტიზე გაეროს დამატებით 3500 ჯარისკაცისა და პოლიციელის გაგზავნას წესრიგის და ჰუმანიტარული ტვირთის ბადრაგების დასაცავად. შესაბამისი თხოვნით უშიშროების საბჭოს, რომელიც 15 წევრისაგან შედგება, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მიმართა. რეზოლუციის მიხედვით, ჰაიტიში გაეროს მისიის კონტინგენტი თითქმის 9000 ჯარისკაცამდე და 3700-ზე მეტ პოლიციელამდე გაიზრდება. ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან იუწყებიან ძარცვის, მოროდიორობის და ვანდალიზმის შემთხვევების მატებაზე. კუნძული ერთი კვირის წინ შეარყია მიწისძვრამ, რომლის მაგნიტუდაც 7 შეადგენდა.
XS
SM
MD
LG