Accessibility links

logo-print

ბრიუსელში საქართველოს 2010 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ


ქართული მხარე დღეს ბრიუსელში ნატოსთან ურთიერთობის ფარგლებში 2010 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. გეგმა საქართველოს მთავრობამ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. გეგმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ალიანსის შტაბბინაში უკვე გააგზავნა. სახელმწიფო მინისტრის გიროგი ბარამიძის განცახდებით 2010 წლის გეგმა ითვალისწინებს სამხედრო რეფორმების გაძლიერებას, ომის შედეგების აღმოფხვრას, ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლებას.

XS
SM
MD
LG